ანალიტიკამთავარი

არიან თუ არა ავღანელი ტერორისტები არცახის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლტოლვილის სტატუსით?

არცახის  საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაბაიანი არ გამორიცხავს, ​​რომ ხმები ავღანელი ბოევიკების არცახის  ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჯრაკან-ვარანდაში გადაყვანის შესახებ რეალობას შეესაბამება. მისივე თქმით, ისინი შეიძლება იყვნენ ტერორისტული დაჯგუფების  “ალ ქაიდას” წევრები, რომელსაც აკონტროლებს არა ბაქო, არამედ თურქეთი. ტერორისტული ჯგუფების არსებობა საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობას.  ბაბაიანი გვთავაზობს რისკების პრევენციის რამდენიმე ვარიანტს:

”ახლა თალიბანი ახდენს ზეწოლას ალ -ქაიდაზე  და ისინი იძულებული გახდნენ აქ გადმოსულიყვნენ. უფრო ზუსტი ინფორმაციის მისაღებად, მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობამ გააგზავნოს ფაქტების დამდგენი მისია ყველა ამ  ტერიტორიაზე, გაეროს უშიშროების საბჭოსაც შეუძლია დაკავდეს ამით, რადგან სიტუაცია შეიძლება გახდეს მართლაც სერიოზული,  საფრთხეში აღმოჩნდეს  მთელი ცივილიზებული სამყარო“.

არცახის  საგარეო საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს, ​​რომ ბოევიკებმა  პროვოკაციებს მიმართონ. ბაბაიანის თქმით, მებრძოლების განლაგებით არცახის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თურქეთი წყვეტს ორ პრობლემას. ჯერ ის იხსნის ბოევიკებს თალიბანისგან,  მეორეც  –   აძლიერებს პოზიციებს აზერბაიჯანში. ამრიგად, თურქეთი პრობლემებს უქმნის რეგიონის სხვა მოთამაშეებს.

 ირანოლოგ აჰარონ ვარდანიანს აზრით,  ამ ინფორმაციის მიღებამდე კიდევ ერთი თეზისი ამოქმედდა. აზერბაიჯანი შეეცდება მოიყვანოს ავღანეთიდან ბოევიკები, რათა 44-დღიანი ომის შემდეგ დაკავებულ ტერიტორიებზე უყვე იმყოფებიან ადრე შემოყვანილი ბოევიკები და ამჟამად ახალი ნაკადის  დამატებით მოხდება მათი ლეგიტიმაცია.  აზერბაიჯანი გადაწყვეტს ომის შემდეგ ქვეყანაში დარჩენილი ტერორისტების მოქალაქეობის საკითხს. ეს მათ უფლებას აძლევს  იცხოვრონ როგორც ავღანელი ემიგრანტები. ირანელი ექსპერტის თქმით, მონაცემების დადასტურების შემთხვევაში, რეგიონში არსებული ტერორისტული საფრთხე ერევნის პირდაპირი საფრთხე გახდება.

”ჩვენ გვექნება სრულიად არაპროგნოზირებადი ელემენტები, რადგანაც  ტერორისტები არ აღიარებენ მფლობელს, მმართველს, წესრიგს, მათთვის ყველაფერი ფულია. ვინც მათ ფულს მისცემს, იქნება მათი მფლობელი. თუ ყველაფერი ეს მოხდება არცახში, მაშინ უნდა ველოდოთ საფრთხეს ერევანშიც, რადგან არცახის რეგიონებიდან ერევანში მოხვედრა  ადვილია“.

ირანელი ექსპერტი ამბობს, რომ პრობლემები შეიქმნება არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ ირანისა და რუსეთისთვისაც. საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ის განიხილავს რეგიონალური კოალიციის შექმნას.

“შესაძლებელია ამ ორ სახელმწიფოსთან შეიქმნას ანტიტერორისტული კოალიცია,  ამ საკითხთან დაკავშირებით   საერთო ინტერესების გათვალისწინებით. გარდა ამისა,   ჩვენ უბრალოდ უნდა გამოვიჩინოთ  სიფხიზლე და მივიღოთ გარკვეული ანტიტერორისტული ზომები”.

თურქეთი და აზერბაიჯანი გამოიყენებენ ტერორისტებს მათი ინტერესების კონტექსტში.  შესაბამისად, ექსპერტის აზრით, სომხეთმა თავად უნდა წამოაყენოს  ინიციატივა ანტიტერორისტული კოალიციის შექმნის შესახებ.

შარშან ამ პერიოდში აზერბაიჯანი უკვე იღებდა ტერორისტებს, რომლებიც მოგვიანებით გადმოისროლა არცახში.  ამ ტერორისტების გადაადგილების საკითხებს თურქეთი აკონტროლებდა.  ახალი ბოევიკების, მათ შორის ექსტრემისტული ჯგუფების წევრების შემოსვლა, გაზრდის ტერორისტების რიცხვს  რეგიონში, გაზრდის საფრთხის ალბათობას.

ავტორი ნანე პეტროსიანი

ნახეთ მეტი
Back to top button