პოლიტიკა

ბაქოს უნებლიეთ „წამოსცდა“ თუ რამდენია მთიან ყარაბაღში უკანასკნელი ომის დროს დაღუპულთა რეალური რიცხვი

ადრე ბაქომ  გამოაქვეყნა, რომ  მთიანი  ყარაბაღის უკანასკნელ  ომში  დაიღუპა 3000 ჯარისკაცი, დაიჭრა 1000.  ამ ბოლო დროს კი აზერბაიჯანის ხელისუფლება  ბინებს გადასცემს  ომში დაღუპულთა და  დაჭრილტა ოჯახებს. ამ მიზნებისათვის ბაქომ გამოყო 11000 ბინა. მანამდე კი თურქეთის  მთავრობამ გადაწყვიტა დახმარების გაწევა 6000 აზერბაიჯანელი დაღუპული ჯარისკაცის  ოჯახისთვის. ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს lragir.am

ბაქო მალავს მსხვერპლთა და დაჭრილთა რაოდენობას, მაგრამ მსგავსი ხასიათის ზომები  ავლენენ  რეალურ დანაკარგებს. საერთაშორისო სამხედრო ექსპერტების აზრით, 2020 წლის ომში ბაქოს დანაკარგები  20-25 ათასს აღწევს.

ალიევმა განაცხადა, რომ ომი 9 ნოემბერს რომ არ შეჩერებულიყო, დანაკარგები უფრო დიდი იქნებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ომი გაგრძელდებოდა, თუნდაც შუშის ოკუპაციის პირობებში, ბაქოს მთლიანი ჯარის დაკარგვა ემუქრებოდა.  ეს თემა დროდადრო წამოიწევა  წინა პლანზე, რასაც  შეუძლია ნათელი მოჰფინოს ომის მრავალ გარემოებას.

ნახეთ მეტი
Back to top button