1 სექტემბერს, დილის 11:10 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ მიმართეს პროვოკაციას, კერძოდ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ერასხის მონაკვეთზე წამოიწყეს სროლა სნაიპერული იარაღიდან სომხეთის პოზიციების მიმართულებით, რის შედეგადაც სასიკვდილო ჭრილობა მიიღო სრ თავდაცვის არმიის N სამხედრო ნაწილის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, 1982 წ. დაბადებულმა უმცროსმა სერჟანტმა გეღამ ლიოვას ძე საჰაკიანმა.
სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო იზიარებს დანაკარგის გამო გამოწვეულ მწუხარებას, თანადგომას უცხადებს გეღამ საჰაკიანის ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და კოლეგებს.
თავდაცვის სამინისტრო მკაცრად გმობს აზერბაიჯანული მხარის ქმედებებს და აფრთხილებს, რომ ისინი უპასუხოდ არ დარჩებიან. სიტუაციის გამწვავებაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას.