მთავარიპოლიტიკა

რუსეთს სომხეთთან აქვს ძალიან მდიდარი ორმხრივი დღის წესრიგი. სერგეი ლავროვი

სომხეთი რუსეთის მოკავშირეა. ორ ქვეყანას აქვს ძალიან მდიდარი ორმხრივი დღის წესრიგი: ორმხრივი ვიზიტები, მსხვილი პროექტების განხორციელება, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

“ეს ყველაფერი ვითარდება ძალზე ინტენსიურად და თავდაჯერებულად”, – დასძინა ლავროვმა.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი შეეხო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხსაც.

„არის შეთანხმებები, რომელსაც ხელი მოაწერეს რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, სომხეთის პრემიერ -მინისტრიმა. ეს შეთანხმებები განმარტავს ლიდერების წინადადებებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვისა და ეკონომიკური კავშირების შესახებ. ეს ერთი დღის სამუშაო არ არის, ის გრძელდება. ამით პირადად დაკავებულნი არიან რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელები”, – დაასკვნა ლავროვმა.

ნახეთ მეტი
Back to top button