მთავარიპოლიტიკა

უდავო მტკიცებულება კიდევ 80 სამხედრო ტყვეთან დაკავშირებით: სირანუშ საჰაკიანი

ჩვენ გვაქვს უდავო მტკიცებულება იმისა, რომ კიდევ 80 სამხედრო ტყვედ იქნა აყვანილი. ამის შესახებ 1 სექტემბერს, ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აზერბაიჯანში სომეხი სამხედრო ტყვეების ინტერესების წარმომადგენელმა, უფლებადამცველმა სირანუშ საჰაკიანმა.

“სხვა საკითხია, რამდენ ხანს დარჩნენ ცოცხლები ან ცოცხლები არიან თუ არა ამ მომენტში. ამ მხრივ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება”, – დასძინა საჰაკიანმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ოფიციალურად დადასტურებული 45 სამხედრო ტყვეების გარდა, კიდევ 80 უნდა ყოფილიყო რეპატრირებული.

”თუ რატომ არ ადასტურებს აზერბაიჯანი მათ არსებობას? თუ რატომ არ განიხილება დაბრუნების საკითხი? პასუხი შეიძლება ორნაირი იყოს: პირველი, პოლიტიკური, რომ ის არ იღებს პასუხისმგებლობას ახალი რაოდენობის ადამიანების ბედზე და მეორე, რომ ტყვედ აყვანილი სამოქალაქო პირები ან სამხედრო ტყვეები უბრალოდ წამებით მოკლეს”,-აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button