ანალიტიკამთავარი

როგორ აწვდის ალიევი იარაღს ტერორისტებს

როგორც წერს Lragir.am, ამ უკანასკნელ ხანებში აზერბაიჯანის სახელმწიფო თვითმფრინავებმა, დიპლომატიური და სამოქალაქო ფრენების საფარქვეშ, გაზარდეს ტერორისტებისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება.

პირველი ვარიანტი განსაკუთრებით საინტერესოა, ვინაიდან დიპლომატიური ფრენები არ ექვემდებარება შემოწმებას, მათი ინვოისები არ მოწმდება და არ იბეგრება. ამრიგად, აზერბაიჯანულმა თვითმფრინავებმა თავისუფლად გადაიტანეს ასობით ტონა იარაღი და სამხედრო ტექნიკა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ყოველგვარი რეგულაციის გარეშე.

ალიევმა თავის კრიმინალურ თანამოაზრეებთან ერთად შეიმუშავა ძალიან მარტივი მექანიზმი ამ პროცესის განსახორციელებლად. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო უგზავნის მითითებებს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ საელჩოებს, მოითხოვონ დიპლომატიური ფრენების ნებართვა, შემდეგ, სახელმწიფო მფარველობის ქვეშ, იგი იწყებს იარაღის არალეგალურ ტრანსპორტირებას და მიწოდებას სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე ტერორისტული ჯგუფებისთვისაც.

ზოგჯერ თვით ტერორისტებიც კი გადაჰყავთ. მაგალითად, როგორც ეს გააკეთეს 44-დღიანი ომის დროს, როდესაც სირიელი ბოევიკები აზერბაიჯანში გადაიყვანეს, შემდეგ კი ფულის სანაცვლოდ მთიანი ყარაბაღის ომში გაგზავნეს.

ამიტომ ქვეყნებმა, რომლებიც იღებენ ფრენებს აზერბაიჯანიდან, უნდა გაითვალისწინონ, რომ ბორტზე სავარაუდოდ არის არადეკლარირებული ტვირთი, მათ შორის  იარაღი და საბრძოლო მასალა. ამრიგად, ისინი ხდებიან ალიევის თანამზრახველები და ხელს უწყობენ იარაღის კონტრაბანდას.

ნახეთ მეტი
Back to top button