პოლიტიკა

გაზეთი “სომხეთის რესპუბლიკა”: როგორ შევძლებთ ყარაბაღის მესამე ომის თავიდან აცილებას

„აზერბაიჯანი არ აპირებს დაკმაყოფილდეს სომხური ტერიტორიების ოკუპაციით მეორე არცახის ომის შემდეგაც და  მიზნად ისახავს საფრთხე შეუქმნას სომხური სახელმწიფოებრიობის არსებობას თურქეთის მხარდაჭერით. სომეხმა ანალიტიკოსებმა და ექსპერტებმა  არა ერთი ცნობა გაავრცელეს იმის შესახებ, რომ  დაუსჯელობის ატმოსფერო საშუალებას აძლევს თურქეთ-აზერბაიჯანის ტანდემს უფრო ღიად ისაუბროს ამ თემაზე სხვადასხვა დონეზე, მთავრობიდან დაწყებული პოლიტიკური და ექსპერტული წრეებით დამთავრებული. კერძოდ, გუშინ ტელეკომპანია Osmanqızı– სთვის მიცემულ ინტერვიუში, შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა არეფ იუნესმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ „ომი დასრულდა სომხეთის დამარცხებით, ძალიან სავარაუდოა, რომ 2024 ან 2025 წელს  დაიწყება არცახის მესამე ომი“.

თურქეთ-აზერბაიჯანის მისწრაფებების შესაჩერებლად, უპირველეს ყოვლისა, სომხეთს შეუძლია და უნდა აგებინოს პასუხი  ამ ორ  ქვეყანას მათ  მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებისათვის,  ამისათვის არსებობს არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი, რომელსაც ექნება არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობა თურქეთსა და აზერბაიჯანზე ზეწოლისთვის“,- წერს გაზეთი.

ნახეთ მეტი
Back to top button