საზოგადოება

კანიე უესტმა აღიარა, რომ უღალატა კიმ კარდაშიანს მეორე შვილის გაჩენის შემდეგ

რეპერმა კანიე უესტმა აღიარა, რომ მან უღალატა ცოლს, სომხური წარმოშობის ტელესახეს  კიმ კარდაშიანს.  Page Six-ი  წერს, რომ კანიეს რომანი ჰქონდა სხვა ქალთან,  როდესაც კიმს მეორე შვილი შეეძინა.

რეპერის ახალი ალბომი Donda არის აღსარებების სერია.   სიმღერაში “Hurricane”, კანიე ამბობს, რომ როგორც ორი შვილის მამა,  ის “გაერთო” თავის საყვარელ ქალთან ერთად. სიმღერაში კანიე ასევე იღებს პასუხისმგებლობას მისი და კიმის  ოჯახის დანგრევაზე.

ვებგვერდის წყაროებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს არ არის რომანი რუს მოდელ ირინა შეიკთან, როგორც ბევრი ამბობს.

აღნიშნულია, რომ უესტი წინააღმდეგი არ არის შეურიგდეს ქალს, რომელმაც  განქორწინებისათვის მიმართა  ამა  წლის თებერვალში. კიმი ურთიერთობის აღდგენას ჯერ არ ცდილობს, Keeping up with the Kardashians შოუს ბოლო გამოშვებისას, როგორც მან თქვა,    ის ეძებს მამაკაცს, რომელთანაც იგი გაიზიარებს ყოველდღიურ რუტინას  და დიდ დროს გაატარებს მასთან.

წყვილის დაშორების  ერთ -ერთი მიზეზი ის იყო, რომ კანიე ძირითადად სხვა შტატში ცხოვრობდა და უზარმაზარ დროს უთმობდა თავის კარიერას.

კანიე და კიმი დაქორწინდნენ 2014 წელს და ჰყავთ ოთხი შვილი.

ნახეთ მეტი
Back to top button