ამ დღეებში სომხეთის თავდაცვის მინისტრმა არშაკ კარაპეტიანმა მიიღო აშშ -ის ელჩი სომხეთში ლინ ტრეისი. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივ საინტერესო საკითხები.
იმავე დღეს არშაკ კარაპეტიანი შეხვდა სომხეთში ჩინეთის ელჩს ფან იუნს. მხარეებმა შეაფასეს სომხეთ-ჩინეთის თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში. მათ ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პროცესი თავდაცვის სფეროში და სამომავლო გეგმები.
Lragir. am -ი აწარმოებს საკუთარ კვლევას, თუ რა კავშირში იყო აშშ -სა და ჩინეთის ელჩების თითქმის ერთდროული შეხვედრები სომხეთის თავდაცვის მინისტრთან. 30 აგვისტოს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა ომის დასრულება ავღანეთში და გაიყვანა ქვეყნიდან თავისი ჯარების ბოლო ქვედანაყოფები. გარდა ამისა ვაშინგტონმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები თანამშრომლობს თალიბანთან ევაკუაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რომ თანამშრომლობა გაგრძელდება თუ თალიბები არ დაუჭერენ მხარს ტერორისტულ დაჯგუფებებს. თავის მხრივ, ავღანეთმა გამოაცხადა რომ განზრახული აქვს ქვეყნის ტრანზიტისთვის გახსნა.
ექსპერტები ასევე ავღანეთის საკითხს უკავშირებენ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის “საკომუნიკაციო ომს”. კომუნიკაციებში იგულისხმება არა მხოლოდ გზები, არამედ კონტროლიც და ზემოქმედებაც, ამ კონტექსტში სომხეთი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საკომუნიკაციო რუქაზე. მოსკოვი და ანკარა აჩქარებენ სომხეთის გავლით ექსტერიტორიული გზების გახსნას და აწესებენ შეთანხმებას, რომელიც აფიქსირებს ომის შედეგებს.
მიმდინარე წლის ივნისში, ატლანტიკური სამიტის დასრულების შემდეგ, ბაიდენმა ილაპარაკა მსხვილი პროექტის წამოწყების შესახებ, რომელსაც შეეძლება კონკურენცია გაუწიოს ჩინეთის One Belt One Road პროექტს. ჩინეთმა მოიწონა რუსეთ-თურქეთის წინადადება მეღრის დერეფნის პროექტში ჩართვის შესახებ. სამაგიეროდ, შავი ზღვიდან სპარსეთის ყურემდე ჩრდილო-სამხრეთისკენ მიმავალი გზა შეიძლება გავიდეს სომხეთზე, რომელიც მოიწონა აშშ-მა და ევროკავშირმა. მეღრი გახდება ორი მეგა-პროექტის „გადაკვეთის პუნქტად“ და რუსეთი და თურქეთი ცდილობენ კონტროლის დამყარებას სომხეთის სამხრეთით.
ამ კონტექსტში ჩნდება საკითხი სომხეთის მიერ საკუთარი სუვერენული ტერიტორიის დაცვის შესაძლებლობის შესახებ. აშშ -სა და ჩინეთის ელჩების ვიზიტი სომხეთის თავდაცვის მინისტრთან სწორედ ამ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს. იბადება კითხვა: არის თუ არა მზად სომხეთი დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და კომუნიკაციების უფლებამოსილება?