მთავარისაზოგადოება

საინტერესო სიახლე სინოფარმი/სინოვაკით აცრილებისთვის – კულუმბეგოვის განცხადება

,,Metyronome.ge” წერს, რომ საინტერესო სიახლეა სინოფარმი/სინოვაკით აცრილებისთვის

ჟურნალ ლანცეტის პრეპრინტში გამოჩნდა ჩინური მონაცემები სინოფარმი/სინოვაკის კლინიკური ეფექტურობის შესახებ ჩინეთში მიმდინარე დელტა ვარიანტით (B.1.617.2) გამოწვეული აფეთქების (მაისი-ივნისი, გუანდონგი) დროს.

10 ათას ადამიანზე არსებული დაკვირვებაა, სინოვაკი/სინოფარმის გამოყენების პროპორცია იყო 60/30-ზე. აქედან მხოლოდ 19 ადამიანს (ყველა აუცრელს) განუვითარდა მძიმე/კრიტიკული დაავადება.

100% ეფექტურობა მძიმე/კრიტიკულ დაავადების განვითარებაზე!

70% ეფექტურობა საშუალო სიმძიმის დაავადების განვითარებაზე!

59% სიმპტომური დაავადებისგან დაცვა!

წერს სოციალურ ქსელში ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

ნახეთ მეტი
Back to top button