პოლიტიკა

რა დემარშს ამზადებს აზერბაიჯანი სომხეთის წინააღმდეგ – ამჟამად საერთაშორისო სცენაზე

აზერბაიჯანი ინტენსიურად ემზადება სომხეთის წინააღმდეგ მორიგი დემარშისათვის. ლაპარაკია  სომხური მხარის სხვადასხვა დანაშაულში დადანაშაულების  და  აზერბაიჯანის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების განეიტრალების მცდელობაზე. ამის შესახებ ცნობას ავრცელებს აზერბაიჯანული მედია.

 ”ჩვენი თანამემამულის ფარჰად მირზოევის ინიციატივით და მონაწილეობით, რომელიც ცხოვრობს ლონდონში და ხელმძღვანელობს საერთაშორისო კომპანია BM Morrison Partners-ს, ასევე აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერით, ბრიტანელი საერთაშორისო სისხლის სამართლის ადვოკატების ჯგუფი, ცნობილი ექსპერტის, სამეფო კარის კონსულტანტის  სტივენ ქეიის ხელმძღვანელობით  ამზადებს   ანგარიშს აზერბაიჯანის მოსახლეობის წინააღმდეგ გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში სომეხთა მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებზე, რომელიც უახლოეს მომავალში წარედგინება საერთაშორისო საზოგადოებას“, -წერს https://haqqin.az/.

ჩვენ მხოლოდ იმის ვარაუდი  შეგვიძლია, თუ რამდენი ძვირადღირებული ხალიჩა, შავი ხიზილალა და ძვირფასი ფულადი საჩუქრები დაუჯდა ბაქოს ეს „ინიციატივა და მონაწილეობა“.  ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანის ხელისუფლებას უწევს  ნაბიჯების გადადგმა აღიარებული ევროპელი პოლიტიკოსების “მონაწილეობის” უზრუნველსაყოფად.

ახლა არ შევუდგებით იმ სასტიკი ქცევების ჩამოთვლას, რომელსაც აზერბაიჯანულ ანგარიშში მიაწერენ სომხურ არმიას.   დიდი ალბათობით, ანგარიშს მჭიდროდ შეისწავლიან შიდა ექსპერტები. ვურჩევთ  ბრიტანელ იურისტებს, დარჩნენ პროფესიის ღირსეული წარმომადგენლები, რადგანაც  … ამქვეყნად ყველაფერს ვერ იყიდი და ვერც გაყიდი, მათ შორის,  ელემენტარულ წესიერებაც.

ნახეთ მეტი
Back to top button