მთავარიპოლიტიკა

სომხეთი მზად არის სადემარკაციო და სალიმიტაციო სამუშაოებისთვის. უშიშროების საბჭოს მდივანი

სომხეთი ელოდება აზერბაიჯანის პასუხს საზღვრის სადემარკაციო და სალიმიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ჟურნალისტებთან ბრიფინგზე ამის შესახებ განაცხადაუშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა.

„სომხეთი მზად არის საზღვრის სადემარკაციო და სალიმიტაციო სამუშაოებისთვის. ჩვენ უკვე ღიად განვაცხადეთ ამასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის სამუშაოები არ მიმდინარეობს. ჩვენ ველოდებით აზერბაიჯანის პასუხს”, – განაცხადა გრიგორიანმა.

უშიშროების საბჭოს მდივანმა გამოთქვა იმედი, რომ აზერბაიჯანი “დადებითად უპასუხებს”, და სადემარკაციო სამუშაოები დაიწყება რაც შეიძლება მალე, რათა საზღვარზე არსებული კრიზისი რაც შეიძლება მალე მოგვარდეს.

ნახეთ მეტი
Back to top button