საზოგადოება

სომხეთში გამოიცდება პირველი უპილოტო მფრინავი სასწავლო აპარატი

სომხეთში  პირველი უპილოტო მფრინავი სასწავლო აპარატი თითქმის მზად არის, ის 18 სექტემბერს გამოიცდება. როგორც კარენ ვარდანიანის სახელობის საგანმანათლებლო ფონდის დირექტორმა სურენ ვარდანიანმა Sputnik სომხეთს განუცხადა, კონკურსში მონაწილეობას მიიღებს 16 სკოლის გუნდი 75 მონაწილით, 10 ზრდასრულ მოყვარულთა გუნდი 39 მონაწილით, სამი პროფესიონალური გუნდი 15 მონაწილით (ადგილობრივი ელექტრონიკურიკომპანიებიდან).

აპარატის გამოსაცდელი მოედანი, რომელიც შეიქმნა სოფელ ლერნაპატში, ვანაძორიდან არც თუ ისე შორს, შედგება ასაფრენი ბილიკისა და სახელოსნოსაგან. აპარატები   იქ მოემზადებიან ფრენისთვის, საჭიროების შემთხვევაში   მათი შეკეთება მოხდება იქვე.

კონკურსი ორგანიზებულია ResponDrone პროგრამით, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და სამხრეთ კორეის მთავრობის მიერ. მისი მიზანია ხელი შეუწყოს  უპილოტო აპარატების შექმნას, რომელიც ემსახურება საგანგებო სიტუაციების სამინისტროს საჭიროებებს. თვითმფრინავებმა უნდა დაადგინონ ობიექტები და დააფიქსირონ მათი მდებარეობა, მიაწოდონ დახმარების პაკეტები, ასევე დაარეგისტრირონ ხანძრების ადგილები, დაასხან წყალი.

ნახეთ მეტი
Back to top button