მთავარიპოლიტიკა

ხავიერ კოლომინა დაინიშნა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად სამხრეთ კავკასიაში

ესპანელი დიპლომატი ხავიერ კოლომინა დაინიშნა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ამის შესახებ ცნობას  ნატოში ესპანეთის მისიის “ტვიტერის” გვერდი ავრცელებს.

ხავიერ კოლომინა ასევე იქნება ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკაში.

მანამდე ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში  იყო კანადელი ჟურნალისტი ჯეიმს აპატურაი.

ნახეთ მეტი
Back to top button