ანალიტიკა

ალტერნატივა არსებობს და თანაც ძალიან ახლოს

ამ რამდენიმე დღის წინათ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰოსეინ ამირ აბდულაიანთან. „საუბარი შეეხო სპარსეთის ყურე-ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ მრავალმხრივი შეთანხმების ხელმოწერისა და ეფექტურად განხორციელების მნიშვნელობას”,-ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ  ოფიციალურ განცხადებაში.

რა არის  “მრავალმხრივი შეთანხმება”? ვინ აპირებს მას ხელმოწერას? ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ საქართველოზე, სომხეთზე თუ ირანზე?

სპარსეთის ყურე-შავი ზღვის შეთანხმება შეიძლება გახდეს  სომხეთის ალტერნატივა. რუსეთი და თურქეთი ცდილობენ სომხეთის მთლიანად იზოლირებას, ცდილობენ არ დაუტოვონ „მეღრის დერეფნის“ ალტერნატივა, თუმცა არსებობს ალტერნატივა, ის ძალიან ახლოსაა.

სომხეთის ეკონომიკის, ენერგიისა და ლოგისტიკის დივერსიფიკაციის სხვა მცდელობებსაც ჰქონდა ადგილი.  ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა ცოტა ხნის წინ მიიღო სომხეთში გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯონ გალაჰერი. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიტანულ კომპანიებთან განიხილება მათი მონაწილეობის შესაძლებლობა ჩრდილო – სამხრეთის საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამებში, ასევე სომხეთის ატომური ელექტროსადგურის განახლების პროგრამებში.

ჩრდილოეთ-სამხრეთის გზის მშენებლობაში ბრიტანული, ფრანგული და ირანული კომპანიების მონაწილეობა იქნება დამატებითი არგუმენტი სომხეთის იურისდიქციის შესანარჩუნებლად საკუთარ  ტერიტორიებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button