მთავარიპოლიტიკა

არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვდა ეუთოს მინსკის ჯგუფის რუს თანათავმჯდომარეს იგორ ხოვაევს

არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტი არაიკ ჰარუთიუნიანი 6 სექტემბერს ერევანში შეხვდა ეუთოს მინსკის ჯგუფის რუს თანათავმჯდომარეს იგორ ხოვაევს.

პრეზიდენტმა წარმატება უსურვა რუს თანათავმჯდომარეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა იმას, რომ არცახი კვლავაც რჩება ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელების ერთგული.

განიხილეს აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები, ასევე რეგიონში თანათავმჯდომარეების მომავალი ვიზიტის მნიშვნელობა. პრეზიდენტმა ჰარუთიუნიანმა ხაზი გაუსვა რეგიონში რუსეთის სამშვიდობო მისიის მნიშვნელობას მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაბაიანი და სხვა ოფიციალური პირები.

ნახეთ მეტი
Back to top button