საზოგადოება

იქმნება ახალი შესაძლებლობები სომხეთში ელექტრომობილების რაოდენობის გასაზრდელად

სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრმა რომანოს პეტროსიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ასეთი ჩანაწერი გააკეთა:

”გარემოს დაბინძურებისა და გამონაბოლქვი აირების რაოდენობის შესამცირებლად, სომხეთი ცდილობს განავითაროს ელექტრული მანქანების ექსპლუატაციისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა და შესაბამისი  კანონმდებლობა.  

გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დამუშავებული და ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებული   საგადასახადო კოდექსის 64 -ე მუხლში შეტანილი ცვლილებების შედეგად 2019 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 1 იანვრამდე მხოლოდ  ელექტროძრავით აღჭურვილი ყველა ავტომობილის იმპორტი და გაყიდვა გათავისუფლდა დღგ -საგან.  რის შედეგადაც 2021 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ექსპორტირებული ელექტრომობილების რაოდებობა მკვეთრად გაიზარდა“.

ნახეთ მეტი
Back to top button