მთავარიპოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა და სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღეს ეუთოს მინსკის ჯგუფის რუსი თანათავმჯდომარე იგორ ხოვაევი

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ეუთოს მინსკის ჯგუფის ახლად დანიშნული რუსი თანათავმჯდომარე იგორ ხოვაევი.

მისი ვიზიტი ერევანში შემეცნებითი ხასიათისაა. თანამოსაუბრეებმა განიხილეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების გზები, ამ კონტექსტში ხაზი გაუსვეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის მნიშვნელობას.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და ეუთოს მინსკის ჯგუფის ახლადდანიშნულმა რუსმა თანათავმჯდომარემ იგორ ხოვაევმა შეხვედრისას განიხილეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი, ხაზი გაუსვეს სამშვიდობო პროცესის განახლების მნიშვნელობას ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით.

მინისტრმა მირზოიანმა გამოხატა სომხური მხარის მხარდაჭერა 44-დღიანი ომის შემდეგ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებებზე, სადაც ხაზგასმულია ცნობილი პრინციპებისა და ელემენტების საფუძველზე კონფლიქტის სტაბილური და გრძელვადიანი მოგვარების აუცილებლობა.

არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა პრიორიტეტული ჰუმანიტარული საკითხების გადაუდებელ აუცილებლობას. ამ კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანში მყოფი სომეხი სამხედრო ტყვეების, სამოქალაქო მძევლების უპირობო და დაუყოვნებელი დაბრუნების აუცილებლობას.

ნახეთ მეტი
Back to top button