საზოგადოება

სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს აღვან ჰოვსეფიანს ბრალი წაუყენეს

სომხეთის რესპუბლიკის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული  საკმაო მტკიცებულებების ერთობლიობით დასაბუთდა,   რომ  სომხეთის რესპუბლიკის  ყოფილი გენერალური პროკურორი და შემდეგ საგამოძიებო კომიტეტის ყოფილი   თავმჯდომარე აღვან  ჰოვსეფიანი მონაწილეობდა სამეწარმეო საქმიანობაში და ფაქტიურად მართავდა რამდენიმე შპს-ს, გარდა ამისა  აიღო განსაკუთრებულად დიდი ოდენობის ქრთამი და მიიტაცა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქონება.

აღვან ჰოვსეფიანს ბრალი წაუყენეს ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებებისათვის სომხეთის რესპუბლიკის სსკოდექსის  310-ე მუხლით, 311-ე მუხლის მე -4 ნაწილის მე -2 პუნქტით, 178-ე მუხლის  მე -3 ნაწილის 1-ლი პუნქტით, 190-ე მუხლის  მე -3 ნაწილის  1-ლი პუნქტით.  ა. ჰოვსეფიანი დაკავებულია.

სისხლის სამართლის საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, უფრო დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება წინასწარი გამოძიების დროს.

ნახეთ მეტი
Back to top button