საზოგადოება

სომხეთმა დაამტკიცა რუსული ვაქცინა Sputnik Light

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა კორონავირუსის წინააღმდეგ რუსული “Sputnik Light” ვაქცინა. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა პირდაპირი ინვესტიციების რუსულმა ფონდმა.

“პირდაპირი ინვესტიციების რუსული ფონდი აცხადებს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რუსული ვაქცინის” Sputnik Light ” – ის დამტკიცებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ “Sputnik Light” არის რუსული “Sputnik V” ვაქცინის პირველი კომპონენტი. “Sputnik Light ვაქცინით ვაქცინაცია ზღუდავს კორონავირუსის გავრცელებას და აჩქარებს კოლექტიური იმუნიტეტის განვითარებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებულ გზავნილში აღნიშნულია, რომ 2021 წელს სომხეთმა დაამტკიცა ვაქცინა “Sputnik V”.

ნახეთ მეტი
Back to top button