მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის გამოსვლებში ფაშისტური მოწოდებები ჟღერს: სომხეთის ადამიანის უფლებების დამცველი

ადამიანის უფლებათა დამცველის აპარატმა გამოყო აზერბაიჯანის პრეზიდენტის 2021 წლის 26 აგვისტოს აბშერონში და 31 აგვისტოს შუშში ჩატარებული ვიზიტისას საჯარო გამოსვლების ის მონაკვეთები,  რომლებიც წარმოშობენ სიძულვილს და მტრობას სომხების მიმართ. ტექსტი   სომხური და ინგლისური ვერსიებით გადაიგზავნა სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებში. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ომბუდსმენი არმან თათოიანი ავრცელებს.

სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის აპარატის კვლევები და აზერბაიჯანულ ენაზე მასალების  მონიტორინგი აჩვენებს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი თავისი საჯარო გამოსვლებში იყენებს მუქარას, შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს,  რითაც ხელს უწყობს  მთელი სომეხი ხალხის, სომხეთისა და არცახის  მოსახლეობის მიმართ სიძულვილის გაჩაღებას.  უფრო მეტიც, მისი გამოსვლები ისეთია, რომ აშკარად აღწევს ფაშიზმამდე.

ამ პოლიტიკის შედეგად მივიღეთ ის  სისასტიკე, წამება და მკვლელობები, რასაც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ჩადიოდნენ  სომეხი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების მიმართ. ამ პოლიტიკის პირდაპირი შედეგები არის სომხეთის რესპუბლიკის საზღვრისპირა დასახლებული პუნქტების მოსახლეობის  უფლებების დარღვევა.

ამავდროულად, მონიტორინგი აჩვენებს, რომ ყოველი ასეთი სიტყვისა თუ მესიჯის შემდეგ ხდება სროლები  სომხეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სოფლების მიმართულებით, ასევე იმ სოფლების უშუალო სიახლოვეს მდებარე სომხეთის რესპუბლიკის  პოზიციებზე სიტუაცია უფრო დაძაბული ხდება.

ესე იგი  არსებობს აშკარა მიზეზობრივი კავშირი.

სომხეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცველის თანამშრომლები მუდმივად სწავლობენ აზერბაიჯანის ხელისუფლების მესიჯებსა  და გამოსვლებს, რათა მოხდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მტრობის და ანტი-სომხური პოლიტიკის მტკიცებულებების დოკუმენტირება. მასალები შესწავლილია აზერბაიჯანულ ენაზე პირველადი წყაროებიდან.

„ეს ყველაფერი კეთდება ადამიანის უფლებების დარღვევის პრევენციისათვის, არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button