მთავარიპოლიტიკა

დღეს სომხეთის პრემიერ -მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩავა

8-9 სექტემბერს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩავა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

ვიზიტის ფარგლებში  ფაშინიანი  შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ -მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

დაგეგმილია სომხურ-ქართული მაღალი დონის მოლაპარაკებები, რის შემდეგაც სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები მედიასთან განცხადებებს გააკეთებენ.

ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა  გმირთა მოედანს,  პატივს მიაგებს დაღუპული გმირების ხსოვნას.

ნახეთ მეტი
Back to top button