პოლიტიკა

ლაჩინის დერეფნის მახლობლად განხორციელებული სამხედრო წვრთნა მხოლოდ ზიანის მომტანია: სრ საგარეო საქმეთა სამინისტრო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “ლაჩინის რეგიონში დაიწყო აზერბაიჯანისა და თურქეთის  ერთობლივი სამხედრო წვრთნები”. საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ სომხეთმა“ სთხოვა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანს ვაჰან ჰუნანიანს კომენტარი გაეკეთებინა ამის შესახებ.

“ჩვენ მიგვაჩნია თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო წვრთნების ჩატარება ლაჩინის დერეფნის მიმდებარედ, სომხეთსა და არცახის  საზღვარს შორის, ეს არის  დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებზე  საზიანო ქმედება, რომელიც არ შეესაბამება 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციის სულისკვეთებას, ძირს უთხრის რეგიონში  მშვიდობას, უსაფრთხოებას  და სტაბილურობას“, -აღნიშნა პრეს-მდივანმა.  

ნახეთ მეტი
Back to top button