საზოგადოება

ლონდონში სომხური ზაფხულის ფესტივალი გაიხსნა

5 სექტემბერს, გაერთიანებულ სამეფოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვარუჟან ნერსესიანმა მონაწილეობა მიიღო ტრადიციულ სომხურ საზაფხულო ფესტივალში, რომელიც ორგანიზებულია დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სომხური ეპარქიის კომიტეტის მიერ.

ღონისძიება დაიწყო წუთიერი დუმილით იმ სომხების ხსოვნის საპატივცემლოდ, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს გასულ წელს აზერბაიჯანის მიერ არცახის წინააღმდეგ დაწყებული 44-დღიანი ომის დროს.

მისასალმებელ სიტყვაში ელჩმა ნერსესიანმა მნიშვნელოვნად მიიჩნია ასეთი ღონისძიების ჩატარება, რომლის დროსაც წარმოდგენილი იყო სომხური კულტურის, ისტორიის, ხელოვნებისა და სამზარეულოს საუკეთესო ტრადიციები, სიმბოლურად მიიჩნია ის, რომ მისი პირველი შეხვედრა ბრიტანეთის სომხურ საზოგადოებასთან ტარდება სწორედ ასეთი ფორმატით.

მან ასევე ხაზი გაუსვა ბრიტანულ-სომხური საზოგადოების მნიშვნელოვან როლს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებაში და აღნიშნა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს ამ თანამშრომლობის გასაფართოებლად.

ღონისძიებას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ ირლანდიის სომხური ეპარქიის წინამძღოლი, ეპისკოპოსი ჰოვაკიმ მანუკიანი, ლორდთა პალატის წევრი, ბარონესა კოქსი, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი, რუპა ჰუკი, ბარნაბას ფონდის პრეზიდენტი პატრიკ სუხედო,  ბრიტანეთის სომხური სათემო საბჭოს უფროსი არმანდ აბრაჰამიანი და სხვა.

ნახეთ მეტი
Back to top button