მთავარიპოლიტიკა

სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში განახლდება სომხურ-ქართული მეგობრობის ჯგუფი

7 სექტემბერს, პარლამენტების თავმჯდომარეების მე -5 მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას.

როგორც ეროვნული კრება ავრცელებს ინფორმაციას,  შეხვედრისას ეროვნული კრების თავმჯდომარემ  აღნიშნა, რომ სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების სტაბილურ განვითარებას და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.  სომხეთ-საქართველოს ურთიერთნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ფაქტორია რეგიონში უსაფრთხოების, მშვიდობისა, და სტაბილურობისათვის.  ალენ სიმონიანმა კოლეგას აცნობა, რომ იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მჭიდრო თანამშრომლობას ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის და პარლამენტში მალე შეიქმნება სომხურ-ქართული მეგობრობის ჯგუფი, რაც ხელს შეუწყობს შემდგომ ეფექტურ თანამშრომლობას.

ნახეთ მეტი
Back to top button