მთავარიპოლიტიკა

სომხეთი მზადაა თურქეთს ესაუბროს რკინიგზისა და გზების გახსნის შესახებ. ფაშინიანი

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის მუშაობს ჩრდილოეთ-სამხრეთის პროექტზე, რადგანაც რუსეთსა და ირანთან სარკინიგზო კავშირის დამყარება უაღრესად მნიშვნელოვანია.

ამ პრობლემის გადასაჭრელად, პრემიერის თქმით, განიხილება სომხეთი-რუსეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი კომუნიკაციების ხელახალი გახსნის საკითხი.

„პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშვნის შემდეგ მე მოვახერხე ირანში ჩასვლა, დღეს კი საქართველოში მივემგზავრები. ირანთან და საქართველოსთან ჩვენი დისკუსიების დღის წესრიგში მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონული კომუნიკაციების განვითარების თემა.

ამ კონტექსტში, მე მნიშვნელობას ვანიჭებ ‘ჩრდილოეთ-სამხრეთის“ პროექტს, რომელიც ჩვენს საზღვარს ირანთან აკავშირებს საქართველოს საზღვართან. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია სარკინიგზო კავშირის დამყარება რუსეთთან და ირანთან. ამ პრობლემის გადასაჭრელად ჩვენ განვიხილავთ სომხეთი-რუსეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატით კომუნიკაციების ხელახალი გახსნის საკითხს.

‘’აქ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ძალისხმევა კონკრეტული შედეგების მისაღწევად, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ აზერბაიჯანი, თავის მხრივ, ელოდება კომუნიკაციის მიღებას მის დასავლეთ რეგიონებთან, ნახჭევანთან”, – თქვა ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი განწყობილია განაახლოს სამშვიდობო პროცესი აზერბაიჯანთან ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის წრეებში.

ფაშინიანი შეეხო თურქეთის პრეზიდენტის განცხადებებს სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ.

„თურქეთის პრეზიდენტი საჯაროდ შეეხო სომხეთთან ურთიერთობის საკითხს. ამ განცხადებებში ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობას ვისაუბროთ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზებაზე, სომხეთ-თურქეთის რკინიგზის და გზების გახსნაზე. ჩვენ მზად ვართ ასეთი საუბრისთვის, რომელსაც შეუძლია უფრო ფართო კონტექსტი მიიღოს ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით.

საუბარია ჩვენი რეგიონის აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გზაჯვარდინად გადაქცევაზე. მე სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ რუსეთის ფედერაციამ საჯაროდ გამოხატა მზადყოფნა აქტიურად დაუჭიროს მხარი ამ პროცესს.

ევროკავშირი, საფრანგეთი და შეერთებული შტატებიც ასევე დაინტერესებულნი არიან ამ პროცესით, ჩინეთისა და ინდოეთის ინტერესი კი საკომუნიკაციო პროექტების განვითარებაში კარგად არის ცნობილი”, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button