მთავარიპოლიტიკა

თათოიანმა მოგვაწოდა დეტალები აზერბაიჯანში პატიმრების სასტიკი მოპყრობის შესახებ

44-დღიანი ომის დროს, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ტყვედ ჩავარდნილი სომეხი სამხედრო მოსამსახურეები  და  სამოქალაქო პირები სისტემატიურად განიცდიდნენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ წამებას.

ამის შესახებ სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა არმან თათოიანმა განაცხადა სომხეთის სასტუმრო „მარიოტში“  გამართულ პრესკონფერენციაზე და წარმოადგინა რიგარეშე  ანგარიში, რომელიც ეხება აზერბაიჯანის სახელმწიფოს პასუხისმგებლობას   აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომეხი ტყვეებისა  უფლებების უხეში დარღვევის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო,  მშვიდობიანი მოქალაქეების სამართლებრივ დაცვას.

თათოიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომეხი სამხედრო ტყვეების წამება ემყარებოდა ეთნიკურ დისკრიმინაციას, ანუ იმ ფაქტს, რომ ტყვეები იყვნენ სომხები.

”რა თქმა უნდა, ყველაზე სასტიკი მოპყრობა ხდებოდა ტყვედ ჩაგდების შემდეგ, განსაკუთრებით სპეცსამსახურების თანამშრომლების მხრიდან. მაგალითად, იყო შემთხვევები, როდესაც საჭმელს მიწაზე ყრიდნენ და აიძულებდნენ ეჭამათ ან იყო შემთხვევა, როდესაც მათ მხოლოდ 10 წამი მისცეს, შემდეგ საჭმელი ნაგავში გადაყარეს. ხშირად წამება ხდებოდა ჭრილობაზე სპეციალურად  თითის დაჭერით, უფრო მეტიც, ის კეთდებოდა იმიტომ,  რომ ხალხს მოეთხოვა  სამედიცინო დახმარება და საკვები. ცივ ამინდში შიშველ სამხედროებს სპეციალურად  ცივ წყალს ასხურებდნენ  ფანჯარას ღია ტოვებდნენ“, – ამბობს ადამიანის უფლებათა დამცველი.

ყოფილმა ტყვეებმა ადამიანის უფლებათა დამცველს განუცხადეს, რომ როდესაც “წითელი ჯვრის“ თანამშრომლები მოდიოდნენ დასათვალიერებლად, მაშინ  დამოკიდებულებას იცვლიდნენ.  ისინი განსაკუთრებით სასტიკი იყვნენ, როცა ინფორმაციის გამოძალვას ცდილობდნენ. გარდა ამისა აიძულებდნენ გაეკეთებინათ აზერბაიჯანის მთავრობის  განმადიდებელი განცხადებები.

ომბუდსმენის თქმით, არსებობს ცხადი ფაქტები ცრუ ინფორმაციის აღიარების შესახებ.

“ერთ -ერთ  ჯარისკაცს  აიძულეს  ეთქვა, რომ ზანგელანში ქორწილის მსვლელობისას  მან ხელყუმბარა ააფეთქა და 50 აზერბაიჯანელი მოკლა.”

 თათოიანის თქმით, მათ განსაკუთრებით სასტიკი დამოკიდებულება გამოავლინეს  არცახის პირველი ომისა და აპრილის ომის მონაწილეების  მიმართ.  დაუნდობლად ექცეოდნენ იმ  სამხედრო ტყვეებს,  რომლებიც უარს ამბობდნენ აზერბაიჯანელი ჯარისკაცების მოთხოვნების შესრულებაზე.

„განსაკუთრებით ამაზრზენია ის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს საჯაროდ აწამებდნენ, მაგალითად, საავადმყოფოებში. გამვლელები, მაგალითად, სასწრაფო დახმარების ექიმები აფურთხებდნენ სამხედრო ტყვეებს.  ეს ხდებოდა  აზერბაიჯანელი სპეცსამსახურების თანდასწრებით”,-თქვა თათოიანმა და აღნიშნა, რომ ექიმებიც კი ძალადობდნენ ტყვეებზე.

იყო შემთხვევა, როდესაც სამხედრო ტყვეს ექიმებმა მდუღარე გადაასხეს,  რის  შემდეგაც მან ვერ შეძლო სიარული 21 დღის განმავლობაში.

დამცველის თქმით, აზერბაიჯანელებმა დაარღვიეს სამხედრო ტყვეების რელიგიური უფლებები ჯვრების შეგროვებით.

უფლებადამცველმა სირანუშ საჰაკიანმა, თავის მხრივ, დასძინა, რომ სამი ძირითადი სტრუქტურა ახორციელებდა სომეხი სამხედრო ტყვეების წამებას: აზერბაიჯანის სამხედრო პოლიცია, საგამოძიებო იზოლატორი და იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული იზოლატორები. მისივე თქმით, სადამსჯელო და მიზანმიმართული  ცემა გრძელდებოდა  აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების იზოლატორებში.

ნახეთ მეტი
Back to top button