სომხეთის პრემიერ -მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს, 9 სექტემბერს ბათუმში გაემგზავრება.
როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის პირველ დღეს ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.
ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თბილისში “გმირთა” მოედანზე პატივი მიაგო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.