მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანმა გვირგვინით შეამკო გმირთა მოედანზე არსებული მემორიალი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

“არმენპრესის” ცნობით, საქართველოს საპატიო ორკესტრმა შეასრულა სომხეთისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნები.

შემდეგ ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში გაემგზავრა. პრემიერ -მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს პირადად ესაუბრა.

ნახეთ მეტი
Back to top button