საზოგადოება
სომეხი მეღვინეების ტრიუმფი

საერთაშორისო კონკურსიდან MUNDUS VINI 2021 სომეხი მეღვინეები დაბრუნდნენ
8 უმაღლესი შეფასებით – 6 ოქროს და 2 ვერცხლის მედლით.
კომპანია „არმენია ვაინ“-ის წითელი მშრალი ღვინო „ტაკარი“ Grand International Wine Award MUNDUS VINI კონკურსზე დასახელდა როგორც Best of Show.
კომპანიის ეს უპრეცედენტო გამარჯვება სომხური ღვინის ახალი ეტალონია.
Grand International Wine Award -ი 20 წლის წინ გერმანიაში დაარსდა და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დიდ და გავლენიან ღვინის კონკურსად მსოფლიოში. ყოველწლიურად, 45-ზე მეტი ქვეყნის ათასობით მწარმოებელი იღებს მონაწილეობას ამ კონკურსში, რომელიც განსაზღვრავს ღვინის ხარისხს, ხოლო შეფასებას ახდენს ამ დარგის დაახლოებით 170 მსოფლიო ექსპერტი, სომელიე და მეღვინე.