მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის დამყარდა ეფექტური თანამშრომლობა

საქართველოს პრემიერ -მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია სრ პრემიერ -მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

თბილისში შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერ მინისტრს დახვდა საქართველოს ვიცე -პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. აეროპორტიდან ნიკოლ ფაშინიანი გაემგზავრა საქართველოს მთავრობაში, სადაც მას დახვდა საქართველოს პრემიერ -მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

გაიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების თანდასწრებით შესრულდა სომხეთისა და საქართველოს ჰიმნები. შემდეგ კი ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ერთმანეთს გააცნეს სომხეთისა და საქართველოს ოფიციალური დელეგაციების წევრები.

შემდეგ შედგა ნიკოლ ფაშინიანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირადი საუბარი.

მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს პრემიერ -მინისტრმა აღნიშნა.

„მინდა მივესალმო სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ნიკოლ ფაშინიანს. მიხარია, რომ ჩემს ძვირფას კოლეგას დღეს თბილისში ვმასპინძლობ.

მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ჩემს კოლეგას საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, რომ ის წარმატებას და განვითარებას მოუტანს სომეხ ხალხს და სომხეთს.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.”

სიტყვით გამოსვლისას პრემიერ -მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

“ძვირფასო პრემიერ-მინისტრო,

უპირველეს ყოვლისა, ნება მიბოძეთ მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისა და თბილი მიღებისთვის.

ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა ძმური საქართველოს დედაქალაქის მონახულება, რადგან ეს კარგი შესაძლებლობაა, პირველ რიგში, მეგობრებთან, ახლობლებთან ურთიერთობისათვის და მეორეც, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების, რეგიონული და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების განსახილველად. მოხარული ვარ, რომ საკმაოდ ეფექტური თანამშრომლობა დამყარდა ჩვენს მთავრობებს შორის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრის შედეგად ეს თანამშრომლობა უფრო ეფექტური და მჭიდრო გახდება”.

სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებს შორის კერძო საუბარს მოჰყვა ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა. ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა განიხილეს სომხეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხთა ვრცელი სპექტრი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს, საქართველოს პრემიერ- მინისტრს საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევისათვის აზერბაიჯანში მყოფი 15 სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნების საქმეში და აღნიშნა, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი წვლილი  რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში. ამ კონტექსტში, ნიკოლ ფაშინიანმა მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოს დაბალანსებულ პოზიციას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ შემოთავაზებულ პრინციპებს. პრემიერმა ისაუბრა აზერბაიჯანის დესტრუქციულ პოლიტიკაზე, ანტი-სომხურ რიტორიკაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას და უსაფრთხოებას.

სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ბოლო სამი წლის განმავლობაში მაღალი დონის ორმხრივი ოფიციალური ვიზიტების მნიშვნელოვანი გააქტიურება, რამაც ახალი ბიძგი მისცა სომხურ-ქართულ თანამშრომლობას.

მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს ორ ქვეყანაში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე. პრემიერ -მინისტრმა ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის ისტორიაში არჩევნები უკვე მეორედ, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ აღიარებულია, როგორც სრულიად გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სომხეთში შიდა პოლიტიკური კრიზისის დაძლევა. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობის პროგრამის პრიორიტეტებია კანონის უზენაესობის განმტკიცება, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლა, მშვიდობისა და განვითარების ეპოქის გახსნა სომეხი ხალხისთვის, ისევე როგორც რეგიონისთვის.

თანამოსაუბრეებმა განიხილეს ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარების გზები. ხაზი გაესვა საგარეო ვაჭრობის მოცულობის გაზრდის ორმხრივ მზადყოფნას. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელობა მიენიჭა სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მუშაობას, რომლის შემდეგი სხდომის ჩატარება დაგეგმილია  საქართველოში მიმდინარე წლის ბოლოს. მიღწეული იქნა შეთანხმება მიმდინარე პროგრამების გაგრძელებაზე, ასევე ახალი ინიციატივების შემუშავებაზე ტრანსპორტის, ენერგეტიკის, მაღალი ტექნოლოგიების და სხვა სფეროებში.

მნიშვნელობა მიენიჭა ხუთმხრივ: სომხეთი-საქართველო-ბულგარეთი-საბერძნეთი-ირანს შორის თანამშრომლობას და უწყვეტ მუშაობას შეთანხმების პროექტზე სპარსეთის ყურედან შავ ზღვამდე საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button