მთავარისაზოგადოება

სომხეთი მესამედ უმასპინძლებს პრესტიჟულ საერთაშორისო “აზრთა სამიტს”

“აზრთა სამიტი”, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საფრანგეთის ქალაქ შამონიში, 2019 წლიდან ასევე მასპინძლობს სომხეთში სახელწოდებით “აზრთა სომხური სამიტი”.

ტრადიციული “აზრთა სომხური სამიტი” გახდა უნიკალური სომხური ბრენდი, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული წრეების ცნობილ ფიგურებს.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატი იუწყება, რომ 2021 წ. 23-24 ოქტომბერს დილიჯანში დაგეგმილი მესამე “აზრთა სომხური სამიტის” ძირითადი თემები შეეხება სამხრეთ კავკასიის რეგიონის გეოპოლიტიკას, ტექნოლოგიების, კერძოდ ხელოვნური ინტელექტის, ბიოტექნოლოგიის განვითარებას 21-ე საუკუნეში.

სამიტის მონაწილეებთან ბოლოდროინდელ ონლაინ შეხვედრაზე პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა განსაკუთრებით თქვა. „სომხეთის ყველაზე ძლიერი რესურსი არის ადამიანი. მე ვარ ერთ-ერთი იმათგანი, ვისაც მიაჩნია, რომ ადამიანური რესურსი გაცილებით მდიდარი, მნიშვნელოვან და ძლიერი ბუნებრივი რესურსებია, რადგან ეს არის მომავალი, ეს არის 21 -ე საუკუნე”.

ვიდეო აჯამებს 2019 და 2020 წლების “აზრთა სომხური სამიტის” მნიშვნელოვან მოვლენებს.

ნახეთ მეტი
Back to top button