მთავარიპოლიტიკა

არშაკ კარაპეტიანმა მიიღო არცახში რფ სამშვიდობო ძალების ახალდანიშნული მეთაური

9 სექტემბერს, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა მიიღო არცახში რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების ახალდანიშნული მეთაური, გენერალ -მაიორი მიხაილ კოსობოკოვი და სომხეთის რესპუბლიკაში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის მეთაური, პოლკოვნიკი დიმიტრი ოვჩაროვი.

“არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო, რომელიც დაწვრილებით აცხადებს, რომ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სომხეთში რუსეთის საელჩოს თავდაცვის საკითხებში ატაშემ, პოლკოვნიკმა იგორ შჩერბაკოვმაც.

შეხვედრის დასაწყისში არშაკ კარაპეტიანმა მიულოცა გენერალ-მაიორ მიხაილ კოსობოკოვს თანამდებობის დაკავებასტან დაკავშირებით და წარმატებები უსურვა სამშვიდობო მისიაში.

მინისტრმა მიულოცა პოლკოვნიკ დიმიტრი ოვჩაროვს რუსული 102 -ე სამხედრო ბაზის მეთაურის თანამდებობაზე დანიშვნა და ილაპარაკა სომხეთში განლაგებული რუსული ქვედანაყოფის როლსა და მნიშვნელობაზე.

თავდაცვის მინისტრმა შეაფასა რუსეთის ფედერაციის ძალისხმევა, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაცებას, ასევე არცახში რუსეთის სამშვიდობო მისიის პროცესს და ეფექტურობას.

მხარეებმა ასევე მოსაზრებები გაცვალეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button