სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მიიღო დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა სამხრეთ კავკასიის და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი.
საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა დეტალურად განიხილეს რეგიონალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ყოვლისმომცველი გადაწყვეტის აუცილებლობას ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაძლებელია ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნება, ტყვეების დაუყოვნებელი და უპირობო დაბრუნება, ჯერ კიდევ აზერბაიჯანში მყოფი სამოქალაქო მძევლების განტავისუფლება, ასევე ანტი-სომხურ და ომის რიტორიკაზე უარის თქმა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების უკანონო ყოფნა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო წვრთნების ჩატარება ძირს უთხრის რეგიონის სტაბილურობას.
შეხვედრისას თანამოსაუბრეებმა გაცვალეს მოსაზრებები სომხეთისა და ევროკავშირის პარტნიორობის დღის წესრიგზე.