
რუსეთი დაიცავს სომხეთის ყველას მიერ აღიარებულ საზღვრებს, როგორც საკუთარს, რაც გამომდინარეობს სომხეთის კუხოს-წევრობიდან. ასეთი აზრი გამოთქვა რუსმა სენატორმა, ფედერალური საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა,ანდრეი კლიმოვმა „Sputnik Armenia“– ს მულტიმედიურ პლატფორმაზე ორგანიზებული ვიდეოკონფერენციის დროს.
კლიმოვი გამოეხმაურა „Sputnik სომხეთის“ შეკითხვას, თუ როგორ უყურებს რუსეთი აზერბაიჯანისა და ნატო -ს წევრი თურქეთის აშკარა დაახლოებას.
მისი თქმით, რუსეთის სამხედრო დოქტრინა ისეთია, რომ საკუთარი სახელმწიფოს და მისი მოკავშირეების დაცვით ქვეყანას შეუძლია დაუპირისპირდეს “ყველას ერთად აღებულს” და არა მხოლოდ ნატოს ერთ -ერთ წევრს და ყველამ, ვინც დაინტერესებულია ამით, იციან ამის შესახებ, აღნიშნა რუსმა პოლიტიკოსმა.