საზოგადოება

დღეიდან სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება

,,მთავარი არხი” წერს, რომ დღეიდან სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ 7 სექტემბერს მიიღო.

ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება, მომდევნო გადაწყვეტილებაზე კი საბჭო 4 ოქტომბრის მონაცემების მიხედვით იმსჯელებს.

4 ოქტომბრის შემდეგ, იმ სოფლებსა და ქალაქებში, სადაც კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ ჩამოვა, სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

ამასთან, სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ გააკეთონ არჩევანი დასწრებულ და დისტანციურ სწავლებას შორის.

რაც შეეხება პირველკლასელებს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი სწავლას 4 ოქტომბერს, საკლასო ოთახებში დაიწყებენ.

ნახეთ მეტი
Back to top button