მთავარიპოლიტიკა

მაკრონმა ჩანაწერი გააკეთა სომხურ ენაზე, ფაშინიანმა კი – მადლობა გადაუხადა ფრანგულ ენაზე

როგორც დავპირდი გასული წლის აგვისტოში, ვაქცინის პირველი პარტია 25000 დოზით დღეს საღამოს ჩააღწევს ჩვენს სომეხ მეგობრებს, ტვიტერის საკუთარ გვერდზე სომხურ ენაზე ჩანაწერი გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

”სოლიდარობა მოქმედებაში COVID-19– ის წინააღმდეგ ბრძოლაში”,-წერს მაკრონი.

საპასუხოდ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა ფრანგულად საფრანგეთის მიერ  ვაქცინის პირველი პარტიის სომხეთში გამოგზავნისთანავე.

„სომხურ-ფრანგული მეგობრობის დასტურად, სომხეთში ჩამოვიდა ვაქცინების პირველი 25,000 პარტია იმ 200 000 დოზიდან, რომელიც საფრანგეთმა უსახსოვრა სომხეთს COVID-19– ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის“,-წერს პრემიერ-მინისტრი.

ნახეთ მეტი
Back to top button