სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ღსს ,,გაზპრომ“-ის მმართველობის თავმჯდომარე ალექსეი მილერი.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ღსს ,,გაზპრომ“-ი არის სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი ენერგეტიკის სექტორში და რომ მთავრობა მუშაობს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებაზე.
ალექსეი მილერმა მადლობა გადაუხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრს მიღებისთვის, წარმოადგინა ღსს “გაზპრომის” საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში, კომპანიის საინვესტიციო და სოციალური პროგრამები, დაარწმუნა, რომ “გაზპრომი” მზადაა გააგრძელოს კომპანიისათვის დასახული ყველა ამოცანის განხორციელება.
თანამოსაუბრეებმა განიხილეს სომხეთ-რუსეთის თანამშრომლობის პროცესი ენერგეტიკის სფეროში, განვითარების პერსპექტივები და შეეხნენ გაზპრომის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ორივე მხარე შეთანხმდა მიმდინარე პროგრამებზე, რომელიც მიზნად ისახავს სომხეთის რესპუბლიკის ენერგეტიკულ განვითარებას და საიმედო გაზმომარაგების სისტემის განვითარებას.