მთავარიპოლიტიკა

სი ძინპინმა მისალოცი გზავნილით მიმართა არმენ სარგსიანს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მილოცვა გაუგზავნა პრეზიდენტს არმენ სარგსიანს სომხეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. “არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

“ჩინეთის მთავრობის, ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელ მილოცვებს და საუკეთესო სურვილებს გისურვებთ თქვენ, სომხეთის მეგობარ ხალხს, დამოუკიდებლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით.

ამჟამად შენარჩუნებულია ჩინეთსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დინამიკა. ჩინეთი და სომხეთი მხარს უჭერენ ერთმანეთს ინტერესთა საკვანძო საკითხებში, მნიშვნელოვანი მიღწევები დაფიქსირდა კოროვირუსული ეპიდემიის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში.

მე დიდად ვაფასებ სომხეთ-ჩინეთის ურთიერთობებს, და მზად ვარ თქვენთან ერთად გავზარდოთ პოლიტიკური ურთიერთნდობა, გავაძლიეროთ ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები, ხელი შევუწყოთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ.

“გისურვებთ ჯანმრთელობას – ყოველივე საუკეთესოს, ხოლო სომეხ ხალხს – მშვიდობას და კეთილდღეობას”, – ნათქვამია შეტყობინებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button