ეკონომიკა

სომხეთი კვლავ გამოიყენებს საბორნე გადაზიდვებს

სომხეთსა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმებების თანახმად, “სამხრეთ კავკასიის რკინიგზის” კომპანიის ინვესტიციების საერთო მოცულობა 2024 წლისთვის გაიზრდება 3,7 მილიარდი რუბლით, “რუსეთ-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობა. პერსპექტიული პროექტები” სახელწოდებით მრგვალი მაგიდის დროს განაცხადა სომხეთის ვიცე -პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა.

მან აცნობა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება კავკასიისა და ფოთის პორტებს შორის საბორნე კომუნიკაციის აღდგენა სამხრეთ კავკასიის რკინიგზის კომპანიის მონაწილეობით.

“ეს შესაძლებლობას მისცემს გაზარდოს სავაჭრო ბრუნვა სომხეთსა და რუსეთს შორის”, – განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის ვიცე -პრემიერმა.

მისივე თქმით, 2025 წლისთვის მთლიანად განახლდება რკინიგზის სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების მოძრავი შემადგენლობები.

ნახეთ მეტი
Back to top button