საზოგადოება

გოლეთიანი: პროტესტი არ შეწყდება, ჩვენ არ ვიშლებით

,,Metronome.ge” წერს, რომ რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ვიდრე ეკონომიკის სამინისტრო ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გაცემულ უკანონო ნებართვას არ გააუქმებს, პროტესტი არ შეწყდება.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის მშენებლობის საკითხი უნდა დაიხუროს.

“აუცილებლად უკან უნდა დაგვიბრუნდეს მიწები. ეს მნიშვნელოვანია და ამიტომ, ჩვენი ბრძოლა და ყურადღება ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა გაგრძელდეს. ასევე, მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტა არ არის მნიშვნელოვანი, აქ მნიშვნელოვანია ნებართვების საკითხიც. ნებართვები, რომელიც გაცემულია პროექტთან დაკავშირებით იმისთვის, რომ პროექტი დაიხუროს. ის უკანონო ნებართვები, რომელიც არის გაცემული, უნდა გაბათილდეს. ეს ჩვენს მოთხოვნებშიც არის ჩაწერილი. ამიტომ, სანამ ამ მიმართულებითაც არ მივაღწევთ, რომ ნებართვები გაბათილდეს და სამინისტრომ გააუქმოს თავისი უკანონო ნებართვები, მანამდე პროტესტი არ შეწყდება. ჩვენ არ ვიშლებით და არსად არ მივდივართ ჯერჯერობით, სანამ საბოლოოდ არ გადაწყდება ეს საკითხი”, – ამბობს გოლეთიანი ვიდეო მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს – $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება.

ნახეთ მეტი
Back to top button