ევროპული მემკვიდრეობის დღეები – 25-26 სექტემბერს
25-26 სექტემბერს გაიმართება ევროპული მემკვიდრეობის დღეები სახელწოდებით “ინკლუზიური მემკვიდრეობა”.
როგორც იუწყებიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან, პროგრამა დაიწყება 25 სექტემბერს, 19:00 საათზე, ერერუიკის ტაძარში, რომლის დროსაც გაჟღერდება კლასიკური მუსიკა სახელმწიფო კამერული გუნდის “ჰოვერის” და პიანისტ ჰაიკ მელიქიანის მონაწილეობით.
სომხეთში და არცახში ორი დღის განმავლობაში 100 -ზე მეტი კულტურული ორგანიზაცია უმასპინძლებს ვიზიტორებს, დღის თემის შესაბამისად მოეწყობა მრავალი კულტურული ღონისძიება: კლასიკური კონცერტები, ვიდეო ფილმების ჩვენებები, მსვლელობები, ლიტერატურული და მუსიკალური ღონისძიებები, საგანმანათლებლო, ინტერაქტიული პროგრამები, შეხვედრები-დისკუსიები, ლექციები, გათხრები და ა.შ.
ევროპული მემკვიდრეობის დღეები ყოველწლიურად აღინიშნება ევროპის 50 ქვეყანაში, რომლებიც შეუერთდნენ ევროპის კულტურულ კონვენციას (1954). პროექტის იდეა წარმოიშვა საფრანგეთში 1984 წელს სახელწოდებით “ისტორიული ძეგლების ღია დღე”.
პროგრამა “ევროპული მემკვიდრეობის დღეები” ოფიციალურად დამტკიცდა ევროპის საბჭოს მიერ 1991 წელს, ხოლო 1999 წელს პროგრამას შეუერთდა ევროკავშირი, და ინიციატივის განხორციელება დაიწყო ლოზუნგით “ევროპა. ერთიანი მემკვიდრეობა”.
ყოველწლიურად 70,000 -ზე მეტი კულტურული ღონისძიება ტარდება მთელ ევროპაში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ევროპული მემკვიდრეობის შესახებ, რაც ხაზს უსვამს მის უნიკალურობას, მრავალფეროვნებას და უწყვეტი შენარჩუნების მნიშვნელობას.