მთავარიპოლიტიკა

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ნიუ იორკში შეხვდებიან სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ანდრეი რუდენკო

ვერ ვიტყვი, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფი უმოქმედოა”, – ტასს-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ.

”კონტაქტები გრძელდება, შესაძლოა არც ისე საჯაროდ, მაგრამ ისინი გრძელდება.  მინსკის ჯგუფის ჩვენი თანათავმჯდომარე ეწვია ბაქოს და ერევანს, სადაც მას ჰქონდა არაერთი შეხვედრა, მათ შორის მაღალ დონეზე. თანათავმჯდომარეების სამეული ამჟამად გეგმავს შეხვედრას ნიუ იორკში გენერალური ასამბლეის ფარგლებში და შეხვდება როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს. თუ ეს მოხდება, ეს იქნება კარგი ნიშანი იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის დარეგულირების პროცესმა პრაქტიკული სახე მიიღო”, – აღნიშნა რფ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ნახეთ მეტი
Back to top button