მთავარიპოლიტიკა

ექსპერტი. რუსეთი ახლა ბევრად უფრო მეტად არის ჩართული ყარაბაღის კონფლიქტში, ვიდრე ეს იყო 2020 წლის 27 სექტემბრამდე

რუსეთის პოზიციის თავისებურება ის არის, რომ ის ახლა ბევრად უფრო მეტად არის ჩართული ყარაბაღის კონფლიქტში, ვიდრე 2020 წლის 27 სექტემბრამდე იყო. ამის შესახებ 22 სექტემბერს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში “რუსეთი სამხრეთ კავკასიაში. “საფრთხეები და გამოწვევები თანამედროვე სომხურ-რუსული სტრატეგიული კავშირისთვის” თემაზე საჯარო გამოსვლის დროს განაცხადა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის წამყვანმა მკვლევარმა და პოლიტიკური პროცესების ანალიზის ლაბორატორიის დირექტორმა ნიკოლაი სილაევმა.

ექსპერტის აზრით, გასული წლის 9 ნოემბრის შემდეგ, ფაქტობრივად, რუსეთს წაერთვა არჩევანი. ”თუკი რუს სამშვიდობოებს რაიმე დაემართებათ, ეს იქნება სერიოზული დარტყმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის სტატუსზე. ”სომხეთის დამარცხების ფასი რუსეთისთვის არის ის, რომ ის ახლა პირდაპირ არის ჩართული ყარაბაღის კონფლიქტში,” – შენიშნა ანალიტიკოსმა.

მთიან ყარაბაღში ახალი სახიფათო სიტუაციის გაჩენა, როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა,  დამოკიდებულია იმაზეც, თუ რამდენად ძლიერი და საიმედო იქნება სომხეთთან ალიანსი ყველასთვის, ვინც ამას გარედან შეხედავს, რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს თავად სომხეთი, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ გრძელვადიან პროცესებზე. ”ადრე მსგავსი მოთხოვნები სომხურ-რუსული კავშირისთვის არასოდეს წარდგენილა”,-აღნიშნა ნიკოლაი სილაევმა.

ნახეთ მეტი
Back to top button