ანალიტიკამთავარი

აშშ პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამს?

თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის შეერთებულ შტატებში ვიზიტის წინა დღეს, აშშ -ს წარმომადგენელთა პალატამ შეიტანა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ითხოვდა აზერბაიჯანისგან, დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა სომეხი სამხედრო ტყვეები. ის მოითხოვს აზერბაიჯანის სამხედრო დანაშაულების გამოძიებას, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ არალეგალური იარაღის გამოყენებას, როგორიცაა თეთრი ფოსფორი. გარდა ამისა, წარმომადგენელთა პალატა მოუწოდებს გამოძიების ჩატარებას თურქული უპილოტო მფრინავი აპარატებში ამერიკული ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ, რომელიც გამოყენებულ იქნა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ 2020 წლის არცახის ომის დროს.

ამის შესახებ იუწყება Lragir.am-ი.

ერდოღანი ჩავიდა ნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად, სადაც აპირებს წარმოადგინოს თურქეთის ამბიციები მომავალი როლისთვის.

შეერთებული შტატებისოფიციალური პირები ბოლო ხანებში ხშირად აკეთებენ განცხადებას ეუთოს მჯ სამუშაოების განახლებისა და არცახის სტატუსის საკითხის განხილვის შესახებ.

ეუთოს მჯ  სამი თანათავმჯდომარე გეგმავენ შეხვედრას ნიუ იორკში – გაეროს გენერალურ ასამბლეას წრეებში, შეხვედრას ერთმანეთთან და სომხეთისა და აზერჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, აცნობა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ.

ვაშინგტონი არ გამოეხმაურა ერდოღანის განცხადებას, რომ ნიკოლ ფაშინიანმა მოითხოვა მასთან შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეშვეობით. შეგახსენებთ, რომ ერდოღანმა ,,ზანგეზურის დერეფნის“ გახსნა გამოაცხადა წინაპირობად, რაც სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევას გულისხმობს. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ გამოხატა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

დერეფნის გახსნა გეოპოლიტიკური საკითხია. დერეფნის გახსნა მოითხოვს რეგიონალური სამართლებრივი რეგულაციების სისტემის შეცვლას. სომხეთს, სურვილის შემთხვევაშიც კი, არ შეუძლია „დერეფნის“ გახსნა, რადგან ის დაარღვევს რეგიონული ურთიერთობების მთელ სქემას. შეერთებული შტატები, ფაქტობრივად, აღნიშნავს მის როლს ამ სქემაში. აშშ -ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა “გრძელი საუბარი” გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით.

ნაირა ჰარუმიანი

ნახეთ მეტი
Back to top button