მთავარიპოლიტიკა

თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს ესმით ახალი შესაძლო ესკალაციის ფასი. ექსპერტი

თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს უკვე კარგად ესმით ახალი შესაძლო ესკალაციის ფასი. ამის შესახებ  22 სექტემბერს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში “რუსეთი სამხრეთ კავკასიაში. სომხეთ-რუსეთის თანამედროვე სტრატეგიული კავშირის საფრთხეები და გამოწვევები” ღია ლექციის დროს განაცხადა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (MGIMO) საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის წამყვანმა მკვლევარმა და პოლიტიკური პროცესების ანალიზის ლაბორატორიის დირექტორმა ნიკოლაი სილაევმა.

მისივე თქმით, რუსეთთან კარგი ურთიერთობა მნიშვნელოვანია როგორც თურქეთისთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის, რადგან ყარაბაღში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ბაქოს საგარეო პოლიტიკის პოზიცია შორს არის იდეალურიდან.

“ბაქოს არ აქვს კარგი ურთიერთობები ევროკავშირის ქვეყნებთან, განსაკუთრებით საპარლამენტო ასამბლეაში, საყოველთაოდ ცნობილი “ხიზილალის სკანდალის” შემდგომ და რიგი სხვა მიზეზების გამო”,-განაცხადა სილაევმა.

თუმცა, როგორც რუსმა პოლიტოლოგმა აღნიშნა, დღეს ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ უპასუხებს სომხეთი კითხვას, რატომ სჭირდება სომხეთს რუსეთი და ღირს თუ არა მასთან ალიანსის გაძლიერება.

ნახეთ მეტი
Back to top button