ნარკოტიკული საშუალების დიდი პარტია აღმოაჩინეს თბილისის მაცხოვრებელთან
ძველი თბილისის რაიონის სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს, როგორც იუწყება ,,არმენპრესი“, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვისაც წარსულში აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული უკვე აქვს ჩადენილი.
პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო „ჰეროინის“ შემცველი 164 გრამი ნარკოტიკული საშუალება და „ამფეტამინის“ შემცველი 83 გრამი ნარკოტიკი.
მამაკაცი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.