მთავარიპოლიტიკა

წარმომადგენელთა პალატამ ხმა მისცა ხუთ პრო-სომხურ კანონპროექტს

აშშ -ს წარმომადგენელთა პალატამ დღეს მტკიცე პოზიცია დაიკავა 2020 წელს არცახსა (მთიანი ყარაბაღი) და სომხეთზე აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდასხმის საკითხზე – ხმათა დიდი უპირატესობით მიიღო რა 5 საკანონმდებლო ცვლილება, რომლებიც ბაქოსგან მოითხოვენ გაათავისუფლოს სამხედრო ტყვეები, მოუწოდებენ გამოიძიონ აზერბაიჯანის სამხედრო დანაშაულებები, მხარს უჭერენ აშშ – ს დახმარებას არცახისთვის და უბიძგებენ თურქეთს დაჯგუფება ,,რუხი მგლები“ აღიაროს როგორც უცხოური ტერორისტული ორგანიზაცია, იუწყება ამერიკის სომხური სასამართლოს კომიტეტი.

ეს კანონპროექტები მიღებულ იქნა ეროვნული თავდაცვის უფლებამოსილების შესახებ კანონში (NDAA – H.R.4350) შესწორების ნაწილად.

მომავალ თვეში სენატი განიხილავს ეროვნული თავდაცვის უფლებამოსილების კანონის მის ვერსიას. სომხეთის ეროვნული კომიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს სენატის წევრებთან, რათა შეისწავლოს ასეთი ცვლილებების შესაძლებლობა.

ნახეთ მეტი
Back to top button