მთავარიპოლიტიკა

ეუთოს მჯ -ის ფარგლებში განხილულ უნდა იქნას მნიშვნელოვანი საკითხი – მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხი. არმენ გრიგორიანი

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი შესაძლო პლატფორმა არის ეუთოს მინსკის ჯგუფი. “არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა.

 ”ყველა თანათავმჯდომარის მიერ გაკეთდა განცხადება, რომ მოლაპარაკებები უნდა განახლდეს ეუთოს მჯ-ის ფარგლებში. და ეუთოს მჯ-ის ფარგლებში უნდა იქნას განხილული ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – სტატუსის საკითხი. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არ არის მოგვარებული, ის ელოდება მის გადაწყვეტას. ჩვენ ვხედავთ ამ გადაწყვეტას ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, ვფიქრობთ, რომ  სტატუსს განვიხილავთ ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში. აზერბაიჯანის განცხადებები (რედ. – ალიევის განცხადება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე) გაუგებარია”, – აღნიშნა არმენ გრიგორიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button