მთავარიპოლიტიკა

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ -მინისტრმა რეგიონის ქვეყნებთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა

სომხეთი მზადაა კონსტრუქციული დიალოგისთვის, რამაც უნდა გამოიწვიოს რეგიონში სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ამის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის 76 -ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა პრემიერ -მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

 „ამ მხრივ, ჩვენ ვთავაზობთ სასწრაფოდ დავასრულოთ სამხედრო ტყვეების, მძევლების და სხვა დაკავებულთა  დაბრუნების პროცესი. ასევე აუცილებელია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პროცესის განახლება ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით”,-განაცხადა მან.

სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ძალის გამოყენებით შექმნილი სიტუაცია ვერ მიიღებს ლეგიტიმურობას საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით.

“არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლება არ შეიძლება აღიკვეთოს ძალის გამოყენებით და კონფლიქტი არ შეიძლება ჩაითვალოს გადაჭრილად ძალის გამოყენების შედეგად. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ელოდება სამართლიან გადაწყვეტას. ამას მოწმობს თანათავმჯდომარე ქვეყნების განცხადებები, რომლებიც ხაზს უსვამენ მოლაპარაკების პროცესის განახლების აუცილებლობას ცნობილი პრინციპების საფუძველზე.

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ თანათავმჯდომარეების შუამავლობით კონტაქტები საშუალებას მისცემს მხარეებს იპოვონ საერთო ენა, გახსნან ასპარეზი, რომ იპოვონ პასუხები მრავალ აქტუალურ კითხვაზე”,-აღნიშნა ფაშინიანმა.

ფაშინიანის თქმით, შემდეგი საკითხი არის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია და დელიმიტაცია.

„სინანულით უნდა აღვნიშნო, რომ ძნელი წარმოსადგენია საზღვრის დემარკაციის პროცესი, იმ პირობებში, როდესაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე თითქმის ყოველდღიურად ისმის სროლა, ხდება სხვადასხვა პროვოკაცია, იმ პირობებში, როდესაც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები მიმდინარე წლის 12 მაისს შეიჭრნენ სოტქ-ხოზნავარის მონაკვეთში  სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე. ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად, ჩვენ შევთავაზეთ შემდეგი ქმედებები: აღნიშნულ მონაკვეთში, სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სარკისებურად უკან იხევენ საბჭოთა დროიდან მემკვიდრეობით მიღებული საზღვიდან, ამ საზღვართან მთელ სიგრძეზე განლაგდებიან საერთაშორისო დამკვირვებლები და საერთაშორისო ეგიდით ვიწყებთ სალიმიტაციო და სადემარკაციო სამუშაოებს. ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ ეს წინადადება ნებისმიერ დროს”, – დაასრულა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button